თეგი: პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტი: NATO-ს სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს

NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც NATO-უკრაინის და NATO-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს. „NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს. ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს

პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს

"პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაზე, შესაძლო თავდასხმას პასუხობს. „თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. დიდი ქვეყანა გვაქვს და გარწმუნებთ, აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს“, – განაცხადა დუდამ. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა. პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან ჟეშუვში მიფრინავდა, სადაც ჯო ბაიდენი დღეს ჩაფრინდა. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ვარშავაში დაბრუნება მოუწია. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა

პოლონეთის პრეზიდენტი: ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო

ამ დროისთვის პოლონეთმა 2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ყველა აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამასთან, ზელენსკიმ პოლონელ კოლეგას ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს